საქართველოში პირველი უკრაინელი დიპლომატის, პირველი კონსულის, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში უკრაინის საელჩოს დამაარსებლის (1919-1921 წწ.), ივან კრასკოვსკის შესახებ ბიოგრაფიული წიგნის „ივან კრასკოვსკი ბელორუსის და უკრაინის სამსახურში“ პრეზენტაცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, თსუ-ში მრავალწლიანი და ნაყოფიერი პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობისათვის, ინტერნაციონალიზაციის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სლავისტიკის ინსტიტუტის სლავური ლიტერატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პოლონისტიკის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ ფილინა. ღონისძიების ორგანიზატორები პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, თსუ სლავისტიკის ინსტიტუტი და თსუ პოლონისტიკის ცენტრი იყო.
 
 Związek Polaków w Gruzji funkcjonuje od 1995 r, skupia ok. 800 członków. Prowadzi działalność kulturalną i charytatywną - kursy języka polskiego, wystawy malarstwa polskiego, koncerty muzyki polskiej i gruzińskiej, konkursy da młodzieży.