შეხვედრა ისტორიასთან

ჰენრიკ ჰრინევსკის სახელობის ლიტერატურისა და ხელოვნების დარბაზში ისტორიასთან შედგა შეხვედრა. ჰენრიკ ჰრინევსკი სტალინური რეპრესიების შედეგად, 1938 წელს დახვრიტეს.

პოლონეთის რესპუბლიკის ელჩმა მარიუშ მაშკევიჩმა თავისი ნაშრომი – ქუთაისში დაბადებული პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის – ვლადისლავ რაჩკევიჩის პოლიტიკური ბიოგრაფია წარადგინა.

დოროტა მიხალუკმა და ტომაშ ბლაშჩაკმა ივან კრასკოვის ბიოგრაფია წარადგინეს. კრასკოვი დუბიჩე-ცერკევნეში დაიბადა. იგი ბელარუსის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკოსი, უკრაინის დიპლომატიური სამსახურის თანადამფუძნებელი და უკრაინის პირველი ელჩი იყო საქართველოში.

მსმენელებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები და კონკურსში მიეღოთ მონაწილეობა.